სლუცკი რუსეთში ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ხვიჩა გამოარჩია

“გარკვეულ იმედებს იძლევა” – ამერიკული გამოცემა მამუკელაშვილზე
დეკემბერი 23, 2021 09:45
“მათ წინაშე უკეთესად ვითამაშებთ” – ბათუმში გულშემატკივარი კალათბურთზეც ბრუნდება
დეკემბერი 23, 2021 10:54

დღეს შუაღამისას, რუსული გამოცემა “სპორტ ექსპრესი” რუსეთის პრემიერლიგის 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელს დაასახელებს.

გამოცემის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 16-მა პროფესიონალმა მწვრთნელმა, 16-მა ტოპ-მენეჯერმა, 16 გამოცემის ჟურნალისტმა და ვებგვერდის ქომაგებმა.

გამოკითხვაში თავისი აზრი დააფიქსირა “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმაც. მიუხედავად იმისა, რომ წლის მეორე ნაწილი ყაზანის რუბინის შემტევ ხვიჩა კვარაცხელიასთვის იდეალური ვერ იყო, ყაზანელთა მწვრთნელმა ის მაინც გამოარჩია.

სლუცკიმ თავის ხუთეულში ხვიჩა შეიყვანა და ის 16-დან ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ქართველი ფეხბურთელი გამოარჩია.

რუსმა სპეციალისტმა პირველ ადგილზე “ზენიტის” ფორვადი არტიომ ძიუბა დააყენა.ხუთეულში კი მოხვდნენ: ალექსანდრე გოლოვინი (მონაკო), ვილმარ ბარიოსი (ზენიტი), იაროსლავ რაკიცკი (ზენიტი) და ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი).

Share