ლაშა შინდაგორიძე “საბურთალოში” დაბრუნდა

ეროვნული ლიგა 2021: ახალი ჩემპიონი, გურამ კაშია, ტრანსფერი ვალენსიაში…
დეკემბერი 23, 2021 21:21
▶️ VIDEO ბითაძის 6 ქულა და გამარჯვება ჰიუსტონ როკეტსის წინააღმდეგ
დეკემბერი 24, 2021 11:46

ქართველი ფეხბურთელი ლაშა შინდაგორიძე კარიერას “საბურთალოში” გააგრძელებს.

შინდაგორიძე ბოლოს ბათუმის “დინამოს” შემადგენლობაში თამაშობდა, ფეხბურთელმა კლუბთან ერთად 2021 წლის ეროვნული ლიგა მოიგო.

შინდაგორიძე 2017-19 წლებში “საბურთალოს” რიგებში ასპარეზობდა, გამორჩეული სეზონი ეროვნულ ლიგაში 2019 წელს ჰქონდა, როდესაც 21 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

”საბურთალოში” კარგი სეზონის შემდეგ შინდაგორიძე ბელარუსში წავიდა, სადაც ალექსანდრე რეხვიაშვილის ( სპორტული დირექტორი ) სოლიგორსკის “შახტიორში” ბორისოვოს “ბატეს” ჰეგემონია დაამხო და ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

 

 

Share