ირაკლი აზაროვი ბერძნული გრანდის სამიზნეთა სიაშია – ბერძნული მედია

“მეორე დღესვე გაგნიძის მთავარ გუნდში ვარჯიში მოვითხოვე” – ინტერვიუ დინამოს ყოფილ მწვრთნელთან
დეკემბერი 23, 2021 12:24
საქართველოს ნაკრების წინსვლა – ფიფამ რეიტინგი განაახლა
დეკემბერი 23, 2021 14:54

ბერძნული გამოცემის  Sport-fmის ცნობით, საბერძნეთის მოქმედი ჩემოიონის “ოლიმპიაკოსის” ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე, საქართველოს ნაკრების და ბათუმის “დინამოს” მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვია.

ბერძნული გამოცემა წერს, რომ კლუბის პრობლემა მარცხენა მცველის საკითხს უკავშირდება და მათ მთავარ მიზანს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ამ პოზიციაზე გაძლიერება წარმოადგენს.

კერზოდ, საუბარია სამ კანდიდატზე. ქართველი ტალანტის გარდა ოლიმპიაკოსი “ნაიმეგემის” 21 წლის ნიდერლანდელ სუფიან ელ კარუანიასა და “პარმას” 20 წლის ბერძენი მცველის ვასილის ზაგარიტისის ვარიანტებსაც განიხილავს.

მთავარი გუნდი, რომელსაც ქართველ ფეხბურთელს უკავშირებენ თურქული “ტრაპზონსპორია”. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ შვეიცარიული “ბაზელის” ინტერესზეც დაიწერა და კონკრეტული სატრანსფერო თანხაც დასახელდა.

Share