“მათ წინაშე უკეთესად ვითამაშებთ” – ბათუმში გულშემატკივარი კალათბურთზეც ბრუნდება

სლუცკი რუსეთში ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ხვიჩა გამოარჩია
დეკემბერი 23, 2021 10:29
“მეორე დღესვე გაგნიძის მთავარ გუნდში ვარჯიში მოვითხოვე” – ინტერვიუ დინამოს ყოფილ მწვრთნელთან
დეკემბერი 23, 2021 12:24

საკალათბურთო კლუბი “ბათუმი” დეკემებრის თვეს კარგად მომზადებული შეხვდა. 3 ჩატარებული თამაშიდან ბათუმურმა კლუბმა სამივეში გამარჯვება იზეიმა

პირველი წრის დასრლებამდე ორი ტური დარჩა. მანამდე კი გაირკვა, რომ თამაშებზე მაყურებლის დაშვებაც შესაძლებელი გახდა. დღეს შავიზღვისპირელები შინ ბასკოს დარბაზში მორიგ მატჩს გამართავენ – 1-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გულშემატკივართან ერთად.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა.

“მივესალმებით მაყურებლის დაშვებას. გულშემატკივრის გარეშე თამაში ჩვენთვის დისკომფორტს ქმნიდა და ნამდვილად უკეთესად ვითამაშებთ მათთან ერთად. ეს ბიჭებისთვის ერთგვარი მოტივაცია იქნება და  ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ გულშემატკივარი გავახაროთ.

რაც შეეხება ტრავმირებულ მოთამაშეს, აიზეა ტრეილორს, ძალიან დიდი დანაკლისი გვაქვს მისი სახით, თუმცა ვეცდებით, რომ ამ თამაშში მაქსიმუმი გავაკეთოთ და მივიდეთ გამარჯვებამდე. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ ხანს ვერ დაეხმარება ის გუნდს. ვიმედოვნებთ, ის მალე გამოჯანმრთელდება და გუნდს დაუბრუნდება.

ბოლო 3 მატჩი მოვიგეთ და კარგად მივდივართ. ვეცდებით, პირველ წრეში დარჩენილი 2 მატჩიც მოვიგოთ და ცხრილში რაც შეიძლება უკეთესი პოზიცია დავიკავოთ. ეს არის ჩვენი დეკემბრის მაქსიმუმი და ვფიქრობ. ამ მაქსიმუმს მივაღწევთ. ზედიზედ სამი მოგება ძალიან დიდ თავდაჯერებულობას მოგვიტანს შემდეგი თამაშებისთვის. ჯერ კიდევ ბევრი რაღაც გვაქვს დასახვეწი, წინ გვაქვს მთელი ჩემპიონატი და ვიმედოვნებ, მაქსიმალურად კარგ კონდიციაში შევხვდებით თითოეულ თამაშს”, – გვითხრა ბერიშვილმა.

საკალათბურთო კლუბ “ბათუმის” მედია მხარდამჭერია Qomagebi.ge.

Share