“მეორე დღესვე გაგნიძის მთავარ გუნდში ვარჯიში მოვითხოვე” – ინტერვიუ დინამოს ყოფილ მწვრთნელთან

“მათ წინაშე უკეთესად ვითამაშებთ” – ბათუმში გულშემატკივარი კალათბურთზეც ბრუნდება
დეკემბერი 23, 2021 10:54
ირაკლი აზაროვი ბერძნული გრანდის სამიზნეთა სიაშია – ბერძნული მედია
დეკემბერი 23, 2021 14:27

რუსულ გამოცემა Sport24.ru -ს თბილისის “დინამოს” სამწვრთნელო შტაბის ყოფილმა წევრმა სერგეი ბოიკომ, რომელიც გუნდში გიორგი ნემსაძესთან მუშაობდა, ვრცელი ინტერვიუ მისცა.

ამ ინტერვიუში, ამჟამად ვლადივასტოკის “დინამოს” მთავარმა მწვვრთნელმა თბილისურ კარიერაზე, საქართველოს ჩემპიონატზე და ფეხბურთელებზე, ასევე დინამო თბილისიდან მოსკოვის “დინამოში” ლუკა გაგნიძის ტრანსფერზე ისაუბრა. მან ასევე საქართველოდან წასვლის მიზეზიც დაასახელა.

– მოგეწონათ საქართველო?
– ჩემდამი დამოკიდებულება დადებითი იყო. ყოველდღიურ ცხოვრებაში პრობლემები არ მქონია, მაგრამ როცა პოზნერის საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა და სასტუმროს წინ კვერცხები დაუშინეს, ხოლო ქუჩებში საპროტესტო აქციები იყო. საქართველოდან წამოსვლა გადავწყვიტე. ორი კვირის შემდეგ კი ვლადივოსტოკის დინამოდან მივიღე მოწვევა.

საქართველოში ფეხბურთელების ხარისხი კარგია, ბევრი ღირსეული ლეგიონერია. მაგრამ თავად ფეხბურთი ნელია. ისინი არ ჩქარობენ და ამ სიტუაციის შეცვლა ძალიან რთულია.

– ანუ საქართველოში პრობლემები არ შეგქმნიათ იმის გამო, რომ რუსი ხართ?
– ერთი პრობლემა იყო. აბსოლუტურად გულგრილი ვარ ალკოჰოლისა და ხორცის მიმართ, რაც საქართველოსთვის დანაშაულია. ისინი ყოველთვის მეპატიჟებოდნენ საჭმელად, დასალევად, მე კი მხოლოდ ყავას ვსვამ. ასე რომ, პრობლემა არ მქონდა, კარგად მექცეოდნენ.

– როგორც ვიცით საქართველოში პირველად შეამჩნიეთ, ლუკა გაგნიძე რომელიც ახლა რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობს.
– თბილისის დინამოში მისვლის შემდეგ პირველად აკადემიის გუნდის თამაშზე წავედი. მაშინ ვნახე როგორ თამაშობდა ლუკა გაგნიძე დუბლებში. მაშინვე ვიკითხე თუ როგორი ბიჭი იყო. მითხრეს, რომ ჯერ ახალგაზრდულ ნაკრებშიც კი არ გამოუძახიათ. მოვითხოვე, რომ მეორე დღეს ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშზე უნდა ყოფილიყო, ასე დაიწყო ყველაფერი.

– რამ ვანაპირობა თქვენი ასეთი დამოკიდებულება?
– მას ძალიან ოპერატიული აზროვნება აქვს, სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას. კარგია ბურთით. ფეხბურთელების უმეტესობა ფიქრშიც არ გაივლებს იმას, რასაც ის ასრულებს. ერთადერთი, მას ბურთთან მოქმედებაში სისწრაფის მომატება სჭირდება. ჩემი აზრით, ცოტა მეტხანს აყოვნებს, თუმცა ერთია, როცა საქართველოში თამაშობ და მეორე – რუსეთში. მოგწონს თუ არა, რუსეთში ვითარება გაიძულებს, სწრაფად იმოქმედო და აქამდე მიხვალ. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელია.

– რატომ არ იძახებენ ნაკრებში?
– შესაძლოა იმის გამო, რომ ათლეტური აღნაგობის არ არის და ძალისმიერ ფეხბურთს ვერ აჩვენებს. საქართველოშიც, როგორც რუსეთში, ყველასგან შედეგს ითხოვენ და ალბათ ამის გამო ვერ ამჩნევდნენ. დინამო 2-შიც მისი, როგორც ფეხბურთელის მიმართ, ყველას კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ ვერავინ ხედავდა მის ადგილს უმაღლეს ლიგასა თუ პრემიერლიგაში. მაგრამ შემდეგ მან ძირითადში 15 მატჩი ჩაატარა და მაშინვე რუსეთის პრემიერლიგაში წავიდა.

– ვინ შენიშნა მოსკოვის “დინამოდან”?
– რაც შეეხება მოსკოვის დინამოში მის ტრანსფერს, რუს აგენტებს ვთხოვე, ყურადღება მიექციათ ამ ფეხბურთელისთვის. ისინიც ჩამოვიდნენ თბილისში, ნახეს ლუკა, დაელაპარაკნენ პრეზიდენტს, შეათანხმეს პირობები და გარიგებაც შედგა.

– ამ ტრანსფერიდან ბონუსი მიიღეთ, თუ უბრალოდ ამ ფეხბურთელის პრემიერლიგაში ნახვა გინდოდათ?
– რაც შეეხება ჩემს სარგებელს, ჩემი ბონუსი მხოლოდ მოთამაშის რეკლამირებაა. საფეხბურთო სამყაროში იშვიათად რამე იმალება.

Share