საქართველოს ნაკრების წინსვლა – ფიფამ რეიტინგი განაახლა

ირაკლი აზაროვი ბერძნული გრანდის სამიზნეთა სიაშია – ბერძნული მედია
დეკემბერი 23, 2021 14:27
“დაბრუნებას არ გამოვრიცხავ” – კაჭარავა ისევ სამტრედიაში?
დეკემბერი 23, 2021 17:05

დღეს, 23 დეკემბერს, ფიფამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

განახლებულ რეიტინგში საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთი საფეხურით დაწინაურდა და ახლა 1269 ქულით 85-ე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს რეიტინგი 19 ნოემბერს განახლდა. მას შემდეგ საქართველოს ნაკრებს თამაში არ ჩაუტარებია.

მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის მატჩში შვედეთის ნაკრებთან (2:0) გამარჯვებისა და უზბეკეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში (1:0) გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა თავი 1269 ქულას მოუყარა. “ჯვაროსნები” 93-ე პოზიციიდან მასინ 86-ე ადგილზე აღზევდნენ.

Share