“გარკვეულ იმედებს იძლევა” – ამერიკული გამოცემა მამუკელაშვილზე

ოფიციალურად: გიორგი პაპუნაშვილმა აპოლონი დატოვა
დეკემბერი 23, 2021 09:08
სლუცკი რუსეთში ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ხვიჩა გამოარჩია
დეკემბერი 23, 2021 10:29

ამერიკული გამოცემა Behind The Buck Pass სანდრო მამუკელაშვილზე წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ მილოუკის სკაუტებმა დრაფტზე სწორი არჩევანი გააკეთეს.

შეგახსენებთ, რომ ბაქსმა მამუკელაშვილი დრაფტის მე-2 რაუნდის ბოლოს, 54-ე ნომრად აირჩია.

“2021 წლის დრაფტზე ბაქსს 31-ე არჩევანი ჰქონდა, რაც, ფაქტობრივად, პირველი რაუნდის ბოლოა და კარგი მოთამაშის პოვნა შესაძლებელია. საბოლოო ჯამში, გაცვლების შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ მილოუკს მოქმედების საშუალება დრაფტის ბოლოს მიეცა. მათ არჩევანი მამუკელაშვილსა და კალაიცაკისზე გააკეთეს. კალაიცაკისი ცოტა ხნის წინ გაუშვეს გუნდიდან, სანდრო კი გარკვეულ იმედებს იძლევა და უკვე შეიძლება თქმა იმისა, რომ მისმა აყვანამ გაამართლა.

ტრავმებისა და პანდემიისგან გამოდინარე, მამუკელაშვილს იმაზე მეტი დრო ეძლევა, ვიდრე სეზონის დასაწყისში მოელოდნენ. სანდრომ 32 მატჩიდან 17-ში მიიღო მინაწილეობა, საერთო ჯამში პარკეტზე დაახლოებით 200 წუთი დაუგროვდა. ეს კი დრაფტის მე-2 რაუნდში აყვანილ კალათბურთელთა შორის მე-6 მაჩვენებელია.

მამუკელაშვილის საშუალო მონაგარი 3.6 ქულა, 2.3 მოხსნა და სამქულიანებში 40%-იანი მაჩვენებელია. ეს საკვანძო მაჩვენებელია იმისთვის, რომ მას NBA-ში წარმატებული კარიერა ჰქონდეს. ის ნამდვილად ვერ იცავს ფარს კარგად, მაგრამ კარგად იბრძვის მოხსნისთვის, განსაკუთრებით მეტოქის ფარზე.

კარგი მაჩვენებელია იმ მატჩებშიც, რომელიც სანდრომ G ლიგაში ჩაატარა – საშუალოდ 20.3 ქულა, 8.7 მოხსნა და 3.0 პასი.

შეიძლება ითქვას, რომ მამუკელაშვილი საინტერესო მოთამაშეა. ბურთან კარგად ურთიერთობს და თუ სროლასაც დახვეწავს, მისი თამაში უკეთესი გახდება. თუ მეტოქეებს თავს პერიმეტრიდან სახიფათო მოთამაშედ დაამახსოვრებს, ეს უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს.

მას კარგი შანსი აქვს როტაციის კალათბურთელად ჩამოყალიბდეს, რაც ძალინ კარგი იქნება როგორც გუნდისთვის, ისე კალათბურთელისთვის. თანაც, ახლა სანდროს თავის გამოჩენის საუკეთესო შანსი ექნება , ახალი წესის, უსაფრთხოების პროტოკოლის გამო”, – წერია სტატიაში.

Share