“დაბრუნებას არ გამოვრიცხავ” – კაჭარავა ისევ სამტრედიაში?

საქართველოს ნაკრების წინსვლა – ფიფამ რეიტინგი განაახლა
დეკემბერი 23, 2021 14:54
ეროვნული ლიგა 2021: ახალი ჩემპიონი, გურამ კაშია, ტრანსფერი ვალენსიაში…
დეკემბერი 23, 2021 21:21

საფეხბურთო კლუბი “სამტრედია” მომავალ სეზონში ეროვნული ლიგა 2-ში იასპარეზებს.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ იმერული კლუბი მთავარი მწვრთნელის პოსტზე კახა კაჭარავას კანდიდატურას განიხილავს. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად კაჭარავას დავუკავშირდით, რომელმაც კლუბთან მოლაპარაკებები დაადასტურა.

“გიდასტურებთ, რომ ორი კვირის წინ მქონდა სამტრედიას ხელმძღვანელობასთან საუბარი და განიხილება ჩემი გუნდში დაბრუნება, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის.

დაბრუნებას არ გამოვრიცხავ, მაგრამ გააჩნია პირობებს და თუ რა იქნება მომავალ სეზონში გუნდის მიზანი”, – გვითხრა კახა კაჭარავამ.

კაჭარავასთვის “სამტრედია” უცხო არაა. ის ამ გუნდში 2018-19 წლებში მუშაობდა და გუნდი ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში დააბრუნა, შემდეგ კი ის გიორგი მიქაძემ ჩაანაცვლა.

Share