ოფიციალურად: გიორგი პაპუნაშვილმა აპოლონი დატოვა

ჩაკვეტაძეში მანჩესტერი 6 მილიონ ევროს იხდიდა – ახლა კი კარგი გუნდის მოძებნა ძალიან გაუჭირდება
დეკემბერი 22, 2021 22:28
“გარკვეულ იმედებს იძლევა” – ამერიკული გამოცემა მამუკელაშვილზე
დეკემბერი 23, 2021 09:45

26 წლის ქართველი შემტევი გიორგი პაპუნაშვილი ლიმასოლის აპოლონის ღირსებას აღარ დაიცავს.

კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც წერია, რომ პაპუნაშვილთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

პაპუნაშვილი აპოლონს მიმდინარე წლის დასაწყისში შეუერთდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა. ჯამში მან 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა – ძირითად შემთხვევაში შეცვლებზე შედიოდა.

ქართველი ფლანგის შემტევი თბილისის “დინამოს” აღზრდილია და ასევე სხვადასხვა დროს ბრემენის “ვერდერში”,  “სარაგოსასა” და “რასინგში” გამოდიოდა.

საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 17 შეხვედრაში პაუნაშვილის ანგარიშზე სამი გოლია.

Share