დაბრუნებული ქომაგი და მოგებათა სერია

კონტრაქტის პირობები ცნობილია – მამარდაშვილი ვალენსიაში მინიმუმ 2025 წლამდე
დეკემბერი 24, 2021 15:37
მორიგი ტრანსფერი – ბათუმის დინამო გამოცდილ ქართველ მცველს დაიმატებს
დეკემბერი 24, 2021 17:57

მოგებათა სერია გრძელდება. საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა და დარბაზში დაბრუნებული ბათუმელი გულშემატკივარიც გაახარა.

პირველი მეოთხედის ბოლოს შავიზღვისპირელთა ლიდერობა გამყარდა. გუნდს შესვენებაზე 13-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა.

დენის მავინმა 16 ქულა და 7 გადაცემა მიითვალა და თამაშის საუკეთესო მითამაშეც გახდა, სოსო გოგნაძემ 13 ქულა და 10 მოხსნა, ბექა ბექაურს კი 15 ქულა, 9 მოხსნა და 2 დაფარება ჰქონდა. ასევე გამორჩეული მატჩი ჰქონდა საბა ლობჯანიძეს, რომელმაც 14 ქულა, 6 მოხსნა და 6 გადაცემა მიითვალა.

ბათუმელებმა ამ გამარჯვებით მეოთხე ადგილზე გადაინაცვლეს და მოგებათა სერია გააგრძელეს.

ბათუმს პირველი წრის ბოლო თამაში 29 დეკემბერს ოლიმპის წინააღმდეგ თბილისში აქვს.

საკალათბურთო კლუბ ბათუმის მედია მხარდამჭერია Qomagebi.ge.

Share