დილას მორიგი ტრანსფერი – ფორვარდი სამტრედიადან

▶️ VIDEO ბითაძის 6 ქულა და გამარჯვება ჰიუსტონ როკეტსის წინააღმდეგ
დეკემბერი 24, 2021 11:46
კონტრაქტის პირობები ცნობილია – მამარდაშვილი ვალენსიაში მინიმუმ 2025 წლამდე
დეკემბერი 24, 2021 15:37

გორის “დილას” ვებ-გვერდის ცნობით, ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებული “სამტრედიას” 20 წლის ფორვარდი გიორგი ლომთაძე დილას მაისურს მოირგებს.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის 3-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილია. მან ეროვნული ლიგის სადებიუტო სეზონში სამტრედიელთა რიგებში 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 2 გოლი გაიტანა, ხოლო თანაგუნდელებს 3-ჯერ გაატანიანა.

ის ასევე სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა.

Share