მორიგი ტრანსფერი – ბათუმის დინამო გამოცდილ ქართველ მცველს დაიმატებს

დაბრუნებული ქომაგი და მოგებათა სერია
დეკემბერი 24, 2021 15:41
VIDEO ხვიჩა კვარაცხელია და რუბინის საახალწლო კლიპი
დეკემბერი 24, 2021 21:40

ეროვნული ლიგის დასრულების შემდეგ ქართული გუნდები საკუთარი შემადგენლობის გაძლიერებაზე გადაერთვნენ.

ახალი სეზონისთვის ემზადება ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ბათუმის დინამოც, რომელმაც ქვეყნის სახელი შემდეგ წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა დაიცვას.

რამდენიმე დღის წინ ბათუმის დინამომ გორის დილას ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბიძინაშვილი დაიმატა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ახალ სეზონში ჩემპიონის რიგებში ითამაშებს მილან რადინიც, რომელმაც გასული სეზონი თბილისის დინამოს შემადგენლობაში გაატარა.

Qomagebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში ბათუმელები გამოცდილ ქართველ ცენტრალურ მცველ გიორგი რეხვიაშვილსაც დაიმატებენ.

33 წლის რეხვიაშვილი ბოლოს ქობულეთის შუქურაში თამაშობდა. კარიერის განმავლობაში ქართველ მცველს მეტალურგში, თბილისის დინამოში, ჩიხურაში, ბოლუსპორში, ლოკომოტივში, საბურთალოში, ლევადიაკოსა და ვენტსპილში აქვს ნათამაშები. იყო გამოძახებული საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც.

რეხვიაშვილი არ იქნება ბათუმელთა ბოლო ტრანსფერი. ბათუმელები სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურად მუშაობენ და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას გეგმავენ.

Share