კონტრაქტის პირობები ცნობილია – მამარდაშვილი ვალენსიაში მინიმუმ 2025 წლამდე

დილას მორიგი ტრანსფერი – ფორვარდი სამტრედიადან
დეკემბერი 24, 2021 14:50
დაბრუნებული ქომაგი და მოგებათა სერია
დეკემბერი 24, 2021 15:41

ვალენსია თბილისის დინამოდან გიორგი მამარდაშვილის კონტრაქტს რომ გამოისყიდის, ამაზე რამდენიმე დღის წინ უკვე დავწერეთ.

ესპანურმა კლუბმა დინამოსთან მოლაპარაკებები მამარდაშვილის კონტრაქტის გამოსყიდვასთან დაკავშირებით უკვე დაასრულა და ახლა მოლაპარაკებებს თავა დფეხბურთელთან მართავს.

კონტრატქის პირობები აქამდე უცნობი იყო, დღეს კი ესპანურმა გამოცემა Plazadeportiva-მ სტატია გამოაქვეყნა, სადაც იმ კონტრაქტზეა საუბარი, რომელსაც, დიდი ალბათობით, მამარდაშვილი უახლოეს კვირაში ხელს მოაწერს.

წყარო წერს, რომ მამარდაშვილის გამოსყიდვა ამ წლის ბოლომდე მოხდება, მაგრამ სეზონის ბოლომდე იქ კვლავ მეორე გუნდის წევრად იქნება რეგისტრირებული, ხოლო 2022 წლის 1-ლი ივლისიდან ქართველი მეკარე პირველი გუნდის რიგებში ჩაეწერება.

კონტრაქტი 3-წლიანი იქნება – ანუ მამარდაშვილი ვალენსიაში 2025 წლამდე დარჩება, ქართველი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა ჯერ 20 მილიონი ევრო იქნება, შემდეგ კი ყოველ წელს 5 მილიონი ევროთი მოიმატებს და 2025 წლისთვის მამარდაშვილი 30 მილიონი ევრო ეღირება, კონტრაქტის განახლების შემთხვევაში კი ფასი კვლავ გაიზრდება.

ეტაპობრივად გაიზრდება მამარდაშვილის ანაზღაურებაც ესპანურ კლუბში – ძირითადი შემადგენლობაში ყოველ მოხვედრაზე მამარდაშვილი პრემიას მიიღებს.

გიორგი მამარდაშვილი ესპანურ კლუბში 2021/22 წლების სეზონიდან ასპარეზობს. ქართველმა კარის დარაჯმა მიმდინარე ლა ლიგის სეზონში სასტარტოდან 6 შეხვედრა დაიწყო, დანარჩენ ტურებში კი სათადარიგოთა შორის იყო.

შეგახსენებთ, რომ წელს უეფამ 50 გამორჩეულ ტალანტთა სიაში მამარდაშვილიც შეიყვანა.

Share