“გაგნიძე დასაწინაურებლად მზად არის ” – რუსული მედია

▶️ VIDEO ლევან კუტალიას ეფექტური გოლი მს კარფ კასიმის წინააღმდეგ
დეკემბერი 25, 2021 12:45
TeamTalk: ტოტენჰემი ისევ საქმეშია
დეკემბერი 25, 2021 20:53

რუსეთის პრემიერ ლიგის ეკატერინბურგის “ურალის” 18 წლის ნახევარმცველი, ლუკა გაგნიძე, თამაშის ხარისხს ნელ-ნელა უმატებს და უკვე გუნდის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.

საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელმა, რუსეთის პრემიერ ლიგის 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ის საწყის ეტაპზე სათადარიგო სკამიდან ერთვებოდა, ჩემპიონატის პირველი წრის ბოლოსკენ კი სასტარტო შემადგენლობაში თავი დაიმკვიდრა.

Matchtv.ru-მ რუსეთის ჩემპიონატის მეორე ეშელონის გუნდების ის ლიდერები ჩამოთვალა, რომლებმაც დროა, შანსი ქვეყნის ტოპ-კლუბებში მიიღონ. გამოცემა იმ სათამაშო კომპონენტებს ასახელებს, რომელთა მომატებაც ლუკას პირველ რიგში სჭირდება.

“გაგნიძე, ურალში იჯარის წესით გამოდის, მასზე უფლებებს კი მოსკოვის “დინამო” ფლობს. ჯერჯერობით ეკატერნბურგში თავის გამოსვლას სრულებით ამართლებს, რეგულარულად თამაშობს და აქვს გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. ამჟამად ფეხბურთელი ჩამოყალიბების პროცესშია, თუმცა იგორ შალიმოვისთვის უკვე მნიშვნელოვანი ფიგურაა.

-ახალ გუნდში გაგნიძე აჩვენებს მოედნის ცენტრში თამაშის წაყვანის უნარს. მას პასის მაღალი სიზუსტე (86%) აქვს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ურალი მეტად დაცვიდან მოქმედებს. ამას გარდა, ნახევარმცველი არც დრიბლინგს ერიდება (2.4 მცდელობა)  საშუალოდ 67%-იანი ეფექტურობით.

-მას ამავდროულად ბევრ კომპონენტში სჭირდება დახვეწა. აუცილებლად მოსამატებელი აქვს ორთაბრძოლებისა (48%) და ართმევის (48%) მოგების მხრივ. ასეთი მაჩვენებლებით მოსკოვის დინამოს ძირითადში მოხვედრა რთული იქნება”, – წერს რუსული გამოცემა.

გაგნიძე მოსკოვის “დინამოში” გასულ ზაფხულს ”დინამო” თბილისიდან გადავიდა და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მის ტრანსფერში მოსკოველებმა 1.5 მილიონი ევრო გადაიხადეს.

Share