“რაც მალე წავა აქედან, უკეთესი” – რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი ხვიჩაზე

TeamTalk: ტოტენჰემი ისევ საქმეშია
დეკემბერი 25, 2021 20:53
▶️ VIDEO – ჯაბა ჯიღაურის გოლი ნიდერლანდების ნაკრების კარში
დეკემბერი 25, 2021 23:10

რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა საქართველოს ნაკრების და ყაზანის “რუბინის” ფლანგის შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე ისაბრა.

წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩას ტრანსფერით ინგლისის პრემიერ ლიგის სამი გუნდია დაინტერესებული. აღსანიშნავია, რომ “ევერტონი” და “ვესტ ჰემი” ქართველი ფეხბურთელის დამატებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებენ. გარდა ამისა მის მიმართ ინტერესს “საუთჰემპტონიც” იჩენს.

“ევერტონი რუბინზე უკეთესი გუნდია. ეს ხვიჩასთვის წინ გადადგმული ნაბიჯია – პრემიერლიგაში თამაში ყველას არ შეუძლია. ვფიქრობ, ადაპტაციისთვის ინგლისში დიდი დრო დასჭირდება.

რატომ ჩააგდო ხვიჩამ ეს სეზონი? ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ სლუცკის ექნება. რაც უფლო მალე წავა, უკეთესი”, – თქვა კოლოსკოვმა.

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის 2021/22 წლების გათამაშებაში რუბინის მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, სადაც ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. ჯამში ხვიჩამ ყაზანელთა რიგებში 68 მატჩი ჩაატრა და 8 გოლთან ერთად თანაგუნდელებს 16-ჯერ გაატანინა. კვარაცხელიას კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება. პორტალი transfermarkt-ი ხვიჩის ღირებულებას 18 მილიონ ევროდ აფასებს.

Share