TeamTalk: ტოტენჰემი ისევ საქმეშია

“გაგნიძე დასაწინაურებლად მზად არის ” – რუსული მედია
დეკემბერი 25, 2021 16:22
“რაც მალე წავა აქედან, უკეთესი” – რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი ხვიჩაზე
დეკემბერი 25, 2021 20:59

სატრანსფერო ფანჯარა სულ მალე გაიხსნება და უკვე ბევრი ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით.

ბრიტანული Teamtalk.com-ი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდების ინტერესზე წერს. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის “ტოტენჰემი” კვლავ შეუერთდა ქართველი გარემარბის მიმართ დაინტერესებულ გუნდების სიას. რუბინი თანახმაა ხვიჩას შეელიოს, ოღონდ კონკრეტული თანხის სანაცვლოდ.

ტოტენჰემი ქართველით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც ინტერესდებოდა. მაშინ ამ ინფორმაციას ისეთი გავლენიანი გამოცემა ავრცელებდა, როგორიც Sky Sports-ია.

თუმცა ტრანსფერი არ შედგა – კლუბში არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ 15 მილიონის გადახდა კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა. ამ კვირის დასაწყისში კვარაცხელია კიდევ ერთ ინგლისურ გუნდს “ვესთ ჰემს” დაუკავშირეს.

გავრცელებული ცნობის მიხედვით, ხვიჩა ტოტენჰემის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს მოსწონს.

“ხვიჩა, რომელმაც თავისი ქვეყნის ნაკრებში 12 მატჩი ჩაატარა, ზაფხულში ფაბიო პარატიჩის სამიზნე იყო. მისმა აგენტმა მაშინ დაადასტურა, რომ  ინტერესი ნამდვილად არის, თუმცა პრემიერლიგის გუნდს ოფოციალური შეთავაზება არ გაუკეთებია.

ტოტენჰემის სამიზნეებს შორის კვარაცხელია ერთ-ერთია. ხვიჩას გულშემატკივრის აღფრთოვანება შეუძლია. მას არაჩვეულებრივი დრიბლინგი გამოარჩევს” – წერს ბრიტანული გამოცემა.

Share