ანანიძე და დინამო – ჯერ სინჯები, შემდეგ 2-წლიანი კონტრაქტი

კვარაცხელია: “ეს არ იყო სწორი საქციელი – შეცდომებზე ვსწავლობ”
დეკემბერი 26, 2021 14:16
VIDEO ქვილითაიას გოლი და საგოლე გადაცემა ომონიასთან
დეკემბერი 26, 2021 20:13

თბილისის დინამოს ყოფილი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კარიერას საქართველოს მოქმედ ჩემპიონ ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს.

ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება უკვე შედგა.

ინფორმაცია კლუბში გადავამოწმეთ. გვითხრეს, რომ 29 წლის ნახევარმცველი აჭარელებს ორ შეკრებაზე გაჰყვება, ამ შეკრებების დასრულების შემდეგ კი გადაწყდება დარჩება თუ არა ანანიძე ბათუმის დინამოში.

ჩვენი ინფორმაციით, თუ ყველაფერი კარგად განვითარდა, ანანიძე დინამოსთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ანანიძე თბილისის “დინამოში” 2021 წლის აპრილში ჩაირიცხა, თუმცა ტრავმის გამო მხოლოდ ერთხელ, ბათუმის დინამოსთან გასვლით შეხვედრაში ითამაშა.

Share