[ექსკლუზივი] ბათუმის დინამო კოლუმბიელ ფორვარდს იმატებს

▶️ VIDEO – ჯაბა ჯიღაურის გოლი ნიდერლანდების ნაკრების კარში
დეკემბერი 25, 2021 23:10
▶️ VIDEO/მომენტები: კოლუმბიელი ფორვარდი, რომელსაც დინამო იმატებს
დეკემბერი 26, 2021 01:30

ეროვნული ლიგის დასრულების შემდეგ ქართული გუნდები საკუთარი შემადგენლობის გაძლიერებაზე გადაერთვნენ.

ახალი სეზონისთვის ემზადება ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ბათუმის დინამოც, რომელმაც ქვეყნის სახელი შემდეგ წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა დაიცვას.

ბათუმელებმა სამი ფეხბურთელი უკვე დაიმატეს: ირაკლი ბიძინაშვილი დილადან, მილან რადინი – დინამოდან და გიორგი რეხვიაშვილი – შუქურადან.

Qomagebi.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ბათუმელები დიდი ალბათობით კოლუმბიელ ფორვარდსაც დაიმატებენ. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მოლაპარაკებებს “უნიონ მაგდალენას” (კოლუმბია) 24 წლის ფორვარდ რიკარდო მარკესთან აწარმოებს და საკმაოდ წარმატებულადაც.

რიკარდო მარკესმა სეზონი იჯარის წესით “მილიონარისში” (კოლუმბია) გაატარა, სადაც 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ აქედან 23 მატჩში კოლუმბიელი ფორვარდი ცვლილებაზე შევიდა. მას იჯარა კლუბთან უკვე ამოეწურა. კლუბს მისი იჯარის გახანგრძლივება სურს, თუმცა როგორც ადგილობრივ მედიაში წერია, “უნიონ მაგდალენამ” და თავად ფეხბურთელმა უკეთესი წინადადება მიიღეს და მარკესი ახალ კლუბში გადავა.

მარკესს საუკეთესო სეზონი 2018 წელს ჰქონდა, როცა 26 მატჩში 20 გოლი გაიტანა. 2020 წელს ის კოლუმბიის 23-წლამდელთა ნაკრებშიც გამოიძახეს. ნაკრებში მას 6 მატჩი დაუგროვდა.

პორტალ Transfermarkt-ზე დღეს ახალგაზრდა შემტევის ღირებულება 700 000 ევროს შეადგენს. 2019-ში კოლუმბიელი 1,5 მილიონ ევროდ ფასობდა.

Share