გიგა გოგოხია : გუნდი “ქომაგები” ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

2021 – მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი ქართული რაგბისთვის
დეკემბერი 26, 2021 20:29
კაჭარავას საჯარო განცხადება: “ბოდიში, ამას არასდროს გავაკეთებ”
დეკემბერი 27, 2021 11:42

სამოყვარულო ფეხბურთის გუნდი, “ქომაგები” უკვე 11 წელია რაც არსებობს და სხვადასხვა ტურნირებზე აქტიურად იღებს მონაწილეობას. უკანასკნელი წლებია, გუნდი “მოყვარულთა ლიგის” გათამაშებაში ასპარეზობს და თბილისის ლიგა 1-ის ბინადარია. განვლილი სეზონის შემდეგ, გუნდის პრეზიდენტმა, ბექა ნოზაძემ , რომელიც იმავდროულად მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს ითავსებდა, გუნდში ახალი მწვრთნელის მოწვევა გადაწყვიტა. ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, გადაწყდა, რომ გუნდს სათავეში “ღამურას”  ყოფილი დამრიგებელი, გიგა გოგოხია ჩაუდგებოდა. გოგოხიამ გასულ წელს შეძლო და “ღამურას” უმაღლესი ლიგის საგზური მოაპოვებინა, ახლა კი იმავეს “ქომაგების” გუნდით შეეცდება.
QOMAGEBI.GE-მ გიგა გოგოხიასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერეთ.

 თქვენით დავიწყოთ, როგორც ვიცით ფეხბურთს თავადაც თამაშობდით, თუმცა შემდეგ სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება არჩიეთ და ლიცენზიაც მოიპოვეთ. რამდენად სერიოზულად ფიქრობთ სამწვრთნელო საქმიანობის გაგრძელებას და რამ გადაგაწყვეტინათ ამ პროფესიის არჩევა?

ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია, ბავშობიდან ვთამაშობდი, ბევრ სხვადასხვა გუნდში მითამაშია, უმაღლესი დონის გუნდებშიც კი, სამწუხაროდ გარკვეული პირობების გამო მომიწია თავის დანებება და სხვა პროფესიის არჩევა. რაც შეეხება მწვრთნელობას, მინდოდა ფეხბურთთან ახლოს ვყოფილვიყავი და C კატეგორიის ლიცენზიაც ავიღე. მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობა პირველად ორი წლის წინ მომიწია, როდესაც საფეხბურთო კლუბი ,,ღამურა” შეიქმნა სადაც იქ ორი წლის განმავლობაში კარგი შედეგი დავდეთ – გუნდი პირველ ლიგაში გადავიდა. შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო დავტოვე გუნდი და მოვედი ქომაგების გუნდში სადაც ძალიან კარგად მიმიღეს და ამისთვის მადლობა ყველას. რაც შეეხება ჩემი მიზანი მუნიმუმი გუნდის პირველ ლიგაში გადაყვანაა.

 გასული წელი თქვენი წინა გუნდისთვის წარმატებული აღმოჩნდა, როგორ შეაფასებდით თქვენ სამუშაოს “ღამურაში” ?

ვფიქრობ წარმატებული სეზონი მქონდა რადგან გუნდი პირველ ლიგაში გადავიდა, თუმცა მეტიც შეგვეძლო, სულ ცოტა დაგვაკლდა ჩემპიონობას, რაშიც გარკვეულმა ვითარებამ შემიშალა ხელი რის გამოც დავტოვე გუნდი – ფეხბურთელებისგან მონდომება და მინდორზე ბოლომდე დახარჯვაა ჩემი პირველი მოთხოვნა

 ქომაგები თქვენთვის ახალი გამოწვევაა, რატომ გაგიჩნდათ ამ გუნდში მუშაობის სურვილი ?

ამ გუნდთის წინაღმდეგ რამდენჯერმე მომიწია თამაში და გუნდის მიმართ დიდი სიმპათიაც დამრჩა

 ქომაგები დიდი ისტორიის მქონე გუნდია, უკვე 11 წელია რაც არსებობს. რა იქნება თქვენი მთავარი მიზანი ახალ გუნდში ?

ჩემი მთავარი მიზანი მინიმუმი გუნდის პირველ ლიგაში გადაყვანაა და ამისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებ

 როგორც ვიცით რამდენიმე ამხანაგური თამაში უკვე ჩაატარეთ, სადაც ახალწვეულებიც გამოსცადეთ. რამდენად კმაყოფილი ხართ არსებული ბირთვით და სინჯებში მყოფი მოთამაშეებით ?

ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ რადგან რამდენიმე ფაქტორმა შეგვიშალა ხელი, თუმცა ვფიქრობ გუნდი კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და სანამ ტურნირს დავიწყებთ უფრო დავიხვეწებით. ქომაგები  ბრძოლისუნარიანი  და ანგარიშგასაწევი ძალა იქნება ნებისმიერი მეტოქისთვის. გუნდი ქომაგები ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

 უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაძლიერებას ტრანსფერების მხრივ და რა პოზიციებზე იგეგმება ?

რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გვყავდა სინჯებზე , ვფიქრობ ზოგიერთი მათგანი დარჩება ჩვენ გვერდზე. რაც შეეხება გაძლიერებას კონკრეტული ფეხბურთელის გადმოყვანაზე ვიქნები ორიენტირებული, რომლებიც სხვა გუნდებში თამაშობენ, ძირითადად ეს შეტევის ხაზი იქნება

 რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა ლაშა ხალათაშვილმა, რას ფიქრობთ მის შესახებ ? 

რაც შეეხება ხალათაშვილს მე მას კარგად ვიცნობ, მისი თამაში კარგად ვიცი და კმაყოფილი ვარ. ჩემი დიდი სურვილია ის ჩემ გუნდში იყოს, ვფიქრობ ძალიან გაგვაძლიერებს

 რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც ამ გუნდს ქომაგობს ?

პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და ვეტყოდი რომ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ და აუცილებლად გავახარებ ამ გუნდის ყველა ქომაგს.

Share