“პირადად ჩემთვის ჩრდ.მაკედონიასთან მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება”

კვარაცხელია: “წესით, სატრანსფერო ფანჯარამდე უნდა გადაწყდეს ყველაფერი”
დეკემბერი 26, 2021 13:47
“მალე ისევ ისეთ ფორმაში იქნება, როგორც ადრე” – კვარაცხელიამ ჩაკვეტაძე გაამხნევა
დეკემბერი 26, 2021 14:07

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის რუბინის შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს გადაცემაში “სპორტი იმედზე” რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

კვარაცხელიამ კომენტარი საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც გააკეთა და ერთა ლიგის წილისყრა შეაფასა.

“შეუძლია ნაკრების იმ მიზნის მიღწევა, რომელიც აქვს. კარგი გუნდებია – ვერავისზე იტყვი, რომ ჩვენზე ძლიერი ან სუსტია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფავორიტებად ვითვლებოდეთ და დასახულ მიზანს მივაღწიოთ.

ყველაზე რთული მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონიაა და ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი მათ წინააღმდეგ იქნება”, – თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში ბულგარეთის, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტართან მოხვდა.

Share