კვარაცხელია: “წესით, სატრანსფერო ფანჯარამდე უნდა გადაწყდეს ყველაფერი”

▶️ VIDEO/მომენტები: კოლუმბიელი ფორვარდი, რომელსაც დინამო იმატებს
დეკემბერი 26, 2021 01:30
“პირადად ჩემთვის ჩრდ.მაკედონიასთან მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება”
დეკემბერი 26, 2021 13:58

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის რუბინის შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს გადაცემაში “სპორტი იმედზე” რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

კვარაცხელიამ კომენტარი მის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებითაც გაკეთა.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 5 დღეში გაიხსნება, კვარაცხელიას მომავალზე კი უცხოურ მედიაში უკვე ბევრი ითქვა. რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ ხვიჩათი პრემიერლიგიშის ერთბაშად სამი კლუბი ინტერესდება: ევერტონი, საუთჰემპტონი, ვესტ ჰემი. გუშინ ლიდსისა და ტოტენჰემზეც დაწერეს.

“არ ვარ ინფორმირებული. თუ რამე სიახლე იქნება, გავიგებთ, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. წესით, სატრანსფერო ფანჯარამდე უნდა გადაწყდეს ყველაფერი თუ რამე გადასაწყვეტია.

მე და მამუკა ჯუღელი 12 წლიდან ერთად მოვდივართ. დიდი როლი აქვს ჩემს წარმატებაში: მასზე ბევრი რამაა დამოკიდბეული და დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ ყველაფერს გააკეთებს ჩემი წარმატებისთვის”, – თქვა კვარაცხელიამ.

Share