კვარაცხელია: “ეს არ იყო სწორი საქციელი – შეცდომებზე ვსწავლობ”

“მალე ისევ ისეთ ფორმაში იქნება, როგორც ადრე” – კვარაცხელიამ ჩაკვეტაძე გაამხნევა
დეკემბერი 26, 2021 14:07
ანანიძე და დინამო – ჯერ სინჯები, შემდეგ 2-წლიანი კონტრაქტი
დეკემბერი 26, 2021 18:41

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის რუბინის შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს გადაცემაში “სპორტი იმედზე” რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

კვარაცხელიამ კომენტარი 5 დეკემბერს ნიჟნი ნოვგოროდთან მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდზეც გააკეთა, როცა მან გაბრაზებულმა ხელთათმანები მოისროლა.

“ჩემს თავზე ვიყავი გაბრაზებული. ცუდი თამაში მქონდა და ემოციურ ფონზე მომივიდა. ეს არ იყო სწორი საქციელი, შეცდომა დავუშვი და ამითაც ვსწავლობ”, – თქვა კვარაცხელიამ.

იმ მატჩში რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა 52-ე წუთზე შეცვალა, რაც ქართველი ფეხბურთელი გააბრაზა. მატჩის შემდეგ ყაზანელთა მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ კვარაცხელია უფრო ადრეც, პირველი ტაიმის შემდეგ იყო შესაცვლელი.

საბოლოოდ, რუბინმა ის მატჩი 1:2 წააგო.

Share