“მალე ისევ ისეთ ფორმაში იქნება, როგორც ადრე” – კვარაცხელიამ ჩაკვეტაძე გაამხნევა

“პირადად ჩემთვის ჩრდ.მაკედონიასთან მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება”
დეკემბერი 26, 2021 13:58
კვარაცხელია: “ეს არ იყო სწორი საქციელი – შეცდომებზე ვსწავლობ”
დეკემბერი 26, 2021 14:16

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის რუბინის შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს გადაცემაში “სპორტი იმედზე” რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

კვარაცხელიამ კომენტარი საქართველოს ეროვნულ ნაკრების და გენტის ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეზეც გააკეთა, რომელსაც კარიერაში ცუდი დრო უდგას.

უკვე რამდენიმე მატჩია, რაც ჩაკვეტაძე გენტის განაცხადში ვერ ხვდება, ჩვენი ინფორმაციით კი დიდი ალბათობით ის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალ კლუბში გადავა.

“ყველა ფეხბურთელს აქვს ცუდი პერიოდი. ეს ჩვეულებრივი ამბავია. გიორგი ისეთი პიროვნება და სპორტსმენია, ვიცი, ამ რთულ პერიოდს მარტივად გადალახავს, ოპტიმალურ ფორმას დაიბრუნებს და ითამაშებს ისე, როგორც ამას მანამდე აკეთებდა”, – თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ ბოლო 4 მატჩია გენტის განაცხადს მიღმა რჩება.

Share