ოლიმპიაკოსი, ტრაბზონი და კრასნოდარი – აზაროვი სამი გუნდი სამიზნეა

კაჭარავას საჯარო განცხადება: “ბოდიში, ამას არასდროს გავაკეთებ”
დეკემბერი 27, 2021 11:42
Daily Express – “ლიდსი” ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში 2022 წელს ჩაერთვება
დეკემბერი 27, 2021 16:57

ბერძნული მედიის Fosonline.gr – ცნობით “ოლიმპიაკოსი” აქტიურად ინტერესდება ქართველი მცველის, ირაკლი აზაროვის შეძენით. როგორც წყარო იტყობინება ბერძნული გრანდი უახლოეს მომავალში გადაწყვეტს ქართველი მცველის ტრანსფერის საკითხს.

წყაროს თქმით, არ უნდა დავივიწყოთ “ტრაბზონსპორი” და “კრასნოდარი”, კლუბები რომლებიც აზაროვის შეძენით ზაფხულში ინტერესდებოდნენ. თუმცა, მათ, საბოლოოდ, არჩევანი უფრო გამოცდილ და კვალაფიცირებულ ფეხბურთელებზე გააკეთეს. მიუხედავად ამისა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აზაროვი მათი დღის წესრიგიდან გაქრა. იმ შემთხვევაში თუ ბერძნული გრანდი აზაროვის შეძენას გადაწყვეტს, მისი კონკურენტები ტრანსფერში სწორედ რუსული და თურქული კლუბები იქნებიან, უფრო მეტად სავარაუდოა კრასნოდარის გააქტიურება, რადგან რუსულ კლუბს საკმაოდ დიდი თანხის გადახდა შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი აზაროვი ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში ბათუმის “დინამოში” ასპარეზობდა, კლუბთან ერთად ჩემპიონობაც იზეიმა, ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა და გარდა ამისა უამრავი დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი მომენტი შესთავაზა ქართველ გულშემატკივარს.

Share