კაჭარავას სიცილი ძვირად დაუჯდა – ქართველი ფორვარდი ახალ კლუბს ეძებს

Daily Express – “ლიდსი” ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში 2022 წელს ჩაერთვება
დეკემბერი 27, 2021 16:57
AS: საგანგაშო არაფერია – კონტრაქტი იქნება, მამარდაშვილი კონკურენციისთვის მზადაა
დეკემბერი 27, 2021 18:37

ანორთოსის გულშემატკივრებმა ნიკა კაჭარავას სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ვერ აპატიეს, სადაც ის აპოელის გოლზე იცინის.

გუშინ, 26 დეკემბერს, აპოელი კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში ომონია 4:2 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში პენალტი ზუსტად შეასრულა გიორგი ქვილითაიამ. აპოელის თამაშს გურამ კაშია, ნიკა კაჭარავა, ვაკო ყაზაიშვილი ესწრებოდნენ. კაშიამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ქვილითაიას გოლს აღნიშნავდა.

ვიდეოში ნიკა კაჭარავაც ჩანს, რომელიც იცინის. ამან კი ანორთოსისის ფანები გააღიზიანა და კლუბიდან კაჭარავას გაშვება მოითხოვეს.

შეხვედრა კლუბის ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელის შორის დღეს გაიმართა. კლუბის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გულშემატკივრების ასეთ პროტესტს ისე ვერ დატოვებდნენ. ადგილობრივი მედია წერს, რომ შეხვედრაზე ანორთოსისმა კაჭარავას გუნდთან ერთად ვარჯიში აუკრძალა და კონტრაქტის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვეტა შესთავაზა.

კაჭარავა წინააღმდეგია – ის ანორთოსისისგან კომპენსაციას ითხოვს ცალმხრივად გაწყვეტილი კონტრაქტისთვის, თავად კი ორ პოლონურ კლუბს ეკონტაქტება ტრანსფერზე.

სად გააგრძელებს ქართველი ფეხბურთელი კარიერას, ამ ეტაპზე უცნობია, ერთი რამ კი ცხადია: კაჭარავას სიცილი ძვირად დაუჯდა.

Share