VIDEO/ინტერვიუ: “როცა კოპენჰაგენის ფანები მიმღეროდნენ, გავიაზრე, რომ…”

წლის ერთ-ერთი აღმოჩენა – მიქაუტაძე ბელგიაში გამოარჩიეს
დეკემბერი 27, 2021 19:08
🔴 LIVE “მეხელენი” 🆚 “სერენი” – მიქაუტაძე ძირითადშია!
დეკემბერი 27, 2021 21:29

დანიური კოპენჰაგენის ოფიციალურმა გვერდმა კლუბის ქართველ მცველ დავით ხოჭოლავასთან ვრცელი ვიდეო ინტერვიუ ჩაწერა.

ხოჭოლავა დონეცკის შახტარიდან დანიურ კლუბში ამ წლის ივლისში გადავიდა. კოპენჰაგენის მაისურით მან უკვე მოასწრო 26 მატჩის ჩატარება, სადაც 1 გოლი გაიტანა.

“დრო მართლაც ძალიან მალე გადის, მაგრამ ვფიქრობ, ამ 6 თვეში კარგად ვიმუშავეთ. ერთადერთი, რასაც შევცვლიდი, სატურნირო ცხრილში ჩვენი პოზიციაა, მაგრამ წინ 6 თვეზე მეტი გვაქვს, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ და სეზონი პირველ ადგილზე დავასრულოთ.

ზოგადად, არ მიყვარს საკუთარი თავის შეფასება, მაგრამ ჩემპიონობის კარგი შანსი გვაქვს, კონფერენსლიგაზე ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და ვფიქრობ, კარგი მატჩები ჩავატარე, რადგან ბევრი გოლი არ გაგვიშვია. გუნდში კარგი განწყობაა და ვცდილობ, გუნდელებს ყველანაირად დავეხმარო.

მოლაპარაკებების დაწყების დღიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ აქ თამაში მინდოდა. მინდოდა ამ კლუბის ლოგოთი მეთამაშა და ახლა, ტრანსფერიდან 6 თვის შემდეგ ვიცი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

მინდა კლუბის ყველა ფეხბურთელს, მწვრთნელს, პერსონალს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან აქ მოსვლის პირველივე დღიდან მაგრძნობინეს, რომ კოპენჰაგენს ვჭირდები. ვგრძნობდი, რომ ოჯახში ვარ, შესაბამისად ადაპტაციის გავლა არ გამჭირვებია.

ვცდილობ ახალგაზრდა ფეხბურთელებს დავეხმარო. ეს გუნდური სპორტია და ერთი ფეხბურთელი ვერაფერს იზამს. საქმეს მოედანზე მყოფი 11 ფეხბურთელი აკეთებს და როცა ერთმანეთს ვესაუბრებით, უფრო გვიმარტივდება. მოხარული ვარ, რომ ფეხბურთელებს ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ, ხოლო ისინი მე მიზიარებენ.

როცა გავიგე, რომ ფანები ჩემზე მღეროდნენ, გავიაზრე, რომ მინდა აქ, მათვის ვთამაშობდე და მინდა კლუბს მაქსიმუმი მივცე”, – თქვა ხოჭოლავამ.

Share