წლის ერთ-ერთი აღმოჩენა – მიქაუტაძე ბელგიაში გამოარჩიეს

AS: საგანგაშო არაფერია – კონტრაქტი იქნება, მამარდაშვილი კონკურენციისთვის მზადაა
დეკემბერი 27, 2021 18:37
VIDEO/ინტერვიუ: “როცა კოპენჰაგენის ფანები მიმღეროდნენ, გავიაზრე, რომ…”
დეკემბერი 27, 2021 20:18

დღეს, 27 დეკემბერს, 21:45 საათზე ბელგიის ჩემპიონატის 21-ე ტურის ბოლო მატჩი გაიმართება, სადაც გიორგი მიქაუტაძის სერენი სტუმრად მეხელენს დაუპირისპირდება.

ამ მატჩის შემდეგ ბელგიის ჩემპიონატი შესვენებაზე გავა – მომდევნო ტურის მატჩები უკვე 15 იანვარს გაიმართება.

ბელგიურმა BetFIRST-მა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბელგიის ჩემპიონატის 2021 წლის აღმოჩენები დაასახელა. წლის გამორჩეულ ფეხბურთელთა შორის მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სერენის ფორვარდი გიორგი მიქაუტაძეც.

21 წლის მიქაუტაძეს მართლაც გამორჩეული წელი ჰქონდა. წელს მან საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. ეროვნული ნაკრების მაისურით მან 1 გოლი გაიტანა რუმინეთთან.

კლუბში კი მიქაუტაძეს ნამდვილად შესაშური სტატისტიკა აქვს: 14 მატჩში 11 გოლი და 2 საგოლე გადაცემა. ის სერენის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა.

დაიწერა, რომ მისით ბაზელიც დაინტერესდა. სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ფეხბურთელი და საერთოდ, შეიცვლის თუ არა ის კლუბს ზამთარში უცნობია, თუმცა ერთი რამ ცხადია: თუ ასე გააგრძელა, ტოპ კლუბში ტრანსფერი არც ისე შორსაა.

Share