კაჭარავას საჯარო განცხადება: “ბოდიში, ამას არასდროს გავაკეთებ”

გიგა გოგოხია : გუნდი “ქომაგები” ჩემპიონობისთვის იბრძოლებს
დეკემბერი 26, 2021 21:17
ოლიმპიაკოსი, ტრაბზონი და კრასნოდარი – აზაროვი სამი გუნდი სამიზნეა
დეკემბერი 27, 2021 14:49

კვიპროსის ჩემპიონატის მე-11 ტურში “აპოელი” “ომონიას” დაუპირისპირდა და უხვგოლიან მატჩში 4:2 დაამარცხა.

მატჩის გამორჩეული მოთამაშე “აპოელის” ფორვარდი გიორგი ქვილითაია იყო, რომელმაც თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მატჩს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები – გურამ კაშია, ნიკა კაჭარავა, ვაკო ყაზაიშვილი დაესწრნენ. გავრცელდა ვიდეო, სადაც ისინი ტრიბუნიდან ქვილითაიას გოლს აღნიშნავდნენ.

ამის გამო, კაჭარავა “ანორთოსისის” ფანებმა გააკრიტიკეს და ბოდიშის მოხდა მოუწია. ვიდეო სოციალური ქსელებიდან მალევე გაქრა.

“მინდა ვიდეოსთან დაკავშირებით მოკლე განცხადება გავაკეთო. აპოელი ომონიას მატჩს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად დავესწარი. ქვილითაიას მიერ გატანილი გოლი მათ ბავშვურად აღნიშნეს და მე ამაზე ვიცინოდი. ანორთოსისის მოწინააღმდეგის გოლს არასდროს აღვნიშნავ, მათ დიდ პატივს ვცემ და ამას არასდროს გავაკეთებ. თუ ვინმემ სხვანაირად მიიღო, ბოდიშს ვიხდი”, – აცხადებს კაჭარავა.

Share