ქუთაისის “ტორპედო” ეროვნული ლიგა 2-ში დაქვეითებას ბეწვზე გადაურჩა, უმაღლესში ადგილი შეინარჩუნა და ახალ სეზონს დიდი მიზნებით ხვდება.
დადასტურდა, რომ მომავალი სეზონიდან ახალგაზრდა ფორვარდი თორნიკე ახვლედიანი ამ გუნდის სრულფასოვანი წევრი იქნება.
ჩვენი ინფორმაციით, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ 23 წლის შემტევი გიორგი არაბიძე “ტორპედოში” ითამაშებს. კლუბი ტრანსფერს უახლოეს მომავალში დაადასტურებს.
გასულ სეზონში არაბიძე ‘”სამტრედიას” რიგებში გამოდიოდა და 15 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
იმერული კლუბი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს გორის “დილას” მეკარესთან ლუკა გუგეშაშვილთან და შესაძლოა, გუგეშაშვილიც ცეცაძესთან ვიხილოთ.
ახალგაზრდა კიპერს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და ეროვნულ ლიგაში მშრალ მატჩებში, კუპატაძის შემდეგ საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.