Daily Express – “ლიდსი” ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში 2022 წელს ჩაერთვება

ოლიმპიაკოსი, ტრაბზონი და კრასნოდარი – აზაროვი სამი გუნდი სამიზნეა
დეკემბერი 27, 2021 14:49
კაჭარავას სიცილი ძვირად დაუჯდა – ქართველი ფორვარდი ახალ კლუბს ეძებს
დეკემბერი 27, 2021 18:11

ბრიტანული გამოცემის Football FanCast-ის ინფორმაციით, “ლიდსი” ხვიჩა კვარაცხელიათია დაინტერესებული.

“საშობაოდ “ლიდსი” პრემიერ ლიგის ცხრილის მე-16 ადგილას იმყოფება. ამიტომ მათ მოუწევთ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ტრადიცია დაარღვიონ და ფეხბურთელის გადმობირებაზე იფიქრონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდს ლიგაში დასარჩენად ბრძოლა მოუწევს.

ინგლისური კლუბის ერთ-ერთი ვარიანტია 20 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია.

Football FanCast-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, “ლიდსის” დირექტორი კვარაცხელიას წლის დასწყისში ესაუბრა, ახლა კი Daily Express იტყობინება, რომ ხვიჩას გადმობირებისთვის ბრძოლა შესაძლოა 2022 წელს გაგრძელდეს.

ინგლისურმა გუნდმა 2019 წელს “მანჩესტერ იუნაიტედიდან” დენ ჯეიმსი დაიმატა, რომელმაც სამწუხაროდ, იმედები ვერ გაამართლა და თამაშებში ნამდვილად ვერ ბრწყინავს. უელსელმა “ლიდსის” შემადგენლობაში 16 მატჩი და მის ანგარიშზე მხოლოდ 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ამრიგად, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით, ბიელსას საბოლოოდ ექნება შესაძლებლობა სასტორტო თერმეტეულში ჯეიმსი ჩაანცვლოს.

ქართველი ფეხბურთელი ამჟამად ყაზანის “რუბინში” თამაშობს, სადაც თავის ძალას ნამდვილად ამტკიცებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონში მას მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე გადაცემა გაკეთებული, მისი დრიბლინგის მაჩვენებელი მატჩში საშუალოდ 2.7 -ია .

რუსმა მწვრთნელმა ბუშუევმა მას “გიჟური ტექნიკის მქონე” უწოდა და ისეთ დიდ ფეხბურთელებს შეადარა როგორიც რიბერი და რობენია:

“ის იმ თანავარსკვლავედიდანაა, რომლიდანაც რიბერი და რობენი არიან.”

ასე რომ კვარაცხელია კარგი ვარიანტის “ლიდსისთვის” , რადგან მისი თამაში, გუნდს ხარისხს შეჰმატებს, ხოლო ჯეიმს კი მისცემს საშუალებას დაისვენოს და ძალები აღადგინოს. ” -წერია სტატიაში

Share