თბილისის “ლოკომოტივის” ოფოციალური ფეისბუქ გვრდის ცნობით, გიორგი ჭიაბრიშვილი დედაქალაქურ გუნდს აღარ გაწვრთნის.
“გიორგი ჭიაბრიშვილმა ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არსებული კონტრაქტი აღარ გაგრძელდა.
გიორგი – დიდი მადლობა ჩვენთან გატარებული პერიოდისთვის და იმ უსაზღვრო ემოციებისთვის რომელიც ერთად გვქონდა!”, – წერს ლოკომოტივის ფეისბუქ გვერდი.
ჭიაბრიშვიმა ლოკომოტივთან ერთად ევროპალიგის ორი ეტაპი დაძლია, წელს კი ჩემპიონატში მეხუთე ადგილის დაკავებით გუნდი ევროტურნირებზე ვერ გაიყვანა.
42 წლის სპეციალისტი სხავადასხვა დროს “ზესტაფონსა” და “საბურთალოში” მუშაობდა, იყო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელის ასისტენტიც.