მადლობა თანამშრომლობისთვის – ნიკა კაჭარავამ ანორთოსისი დატოვა

გორის “დილამ” მეკარე ქვედა ლიგიდან დაიმატა
დეკემბერი 28, 2021 16:12
▶️ VIDEO ლობჟანიძის საგოლე გადაცემა “მენემენსპორის” წინააღმდეგ
დეკემბერი 28, 2021 17:20

ფამაგუსტას “ანორთოსისის” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კლუბსა და  ნიკა კაჭარავას შორის კონტრაქტი ორმხრივად გაწყდა, შესაბამისად ქართველი ფეხბურთელი კვიპროსულ გუნდს ტოვებს.

“გვსურს მადლობა გადავუხადოთ ფეხბურთელს გაწეული სამსახურისთვის, 62 მატჩისთვის და გატანილი 12 გოლისთვის, ასევე თანამშრომლობის სურვილისთვის, რომელიც მან კონტრაქტის გაწყვეტისთვის დროს გამოიჩინა.

წარმატებებს ვუსურვებთ მას კარიერაში”, წერია კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი.

შეგახსენებთ, რომ კლუბსა და ფეხბურთელს შორის გაურკვევლობა და შემდგომ კონტრაქტის გაწყვეტა “აპოელისა” და “ომონიას” მატჩს უკავშირდება. “ანორთოსისი” და “აპოელი” საკმაოდ დაპირისპირებული გუნდები არიან. ნიკა კაჭარავამ და გურამ კაშიამ გიორგი ქვილითაიას გატანილი გოლი საკმაოდ ემოციურად აღნიშნეს, კლუბის ხელმძღვანელობამ და ფანებმა კი ქართველ თავდამსხმელს ეს საქციელი არ აპატიეს.

კაჭარავა “ანორთოსისში” 2018 წლიდან ასპარეზობდა, საერთო ჯამში 64 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლიც გაიტანა.

თუ სად გააგრძელებს ფეხბურთელი კარიერას, ამ ეტაპისთვის უცნობია.

Share