გუშინ, ბელგიის იუპილერლიგის 21-ე ტურში “სერენი” “მეხელენს” ესტუმრა. გიორგი მიქაუტაძემ მატჩი სასტარტო შემდგენლობიდან დაიწყო, მოედანზე 90 წუთიც გაატარა, თუმცა თავი არ გამოუჩენია. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა.
დღეს სერენის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა ჟორდი კონდომმა. ესპანელი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა ბელგიის თასის და უიპილერლიგის ეგიდით ჯამში ზედიზედ 6 შეხვედრა დათმო.
შეგახსენებთ, რომ “სერენი” იუპილერლიგაში წელს აღზევდა. 21 ტურის შემდეგ გუნდს 19 ქულა აქვს და 18 გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა.
გიორგი მიქაუტაძემ ბელგიური კლუბის შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.