რატომ შეცვალეს თორნიკე ოქრიაშვილი მატჩის მე-19 წუთზე?

მიქაუტაძის “სერენი” მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
დეკემბერი 28, 2021 12:33
თბილისის “ლოკომოტივს” ჭიაბრიშვილი აღარ გაწვრთნის
დეკემბერი 28, 2021 16:04

კვიპროსის ჩემპიონატის მე-11 ტურში “აპოელი” “ომონიას” დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.

ძირითად შემადგენლობაში იყო “აპოელის” ქართველი შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც მე-19 წუთზე შეცვალეს.

როგორც ოქრიაშილმა გვითხრა, მას მცირე ტრავმა აწუხებდა, საგანგაშო არაფერია და ვარჯიშს მალე განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მატჩში “აპოელის” კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქვილითაიამ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

Share