ლოკომოტივთან ერთად თელავიც – ფეხბურთელთა უმრავლესობა კონტრაქტს არ ახანგრძლივებს

ლოკომოტივის განცხადება: “ვწუხვართ, რომ ამ გუნდს ვერ ვინარჩუნებთ”
დეკემბერი 28, 2021 17:33
დინამომ დავით კერესელიძის გამოსყიდვის თაობაზე გაგრასთან შეთანხმებას მიაღწია
დეკემბერი 28, 2021 21:41

დღეს, თბილისის “ლოკომოტივმა” გაავრცელა განცხადება, რომ გიორგი ჭიაბრიშვილმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

ამასთანავე, რკინიგზელთა თითქმის ყველა ფეხბურთელს, გარდა აკადემიის წევრებისა, გუნდიდან წასვლა მოუწია.

სამწუხაროა, რომ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე გუნდებიდან მსგავს რთულ სიტუაციაში მხოლოდ “ლოკომოტივი” არ არის.

ჩვენი ინფორმაციით, “თელავშიც” ფინანსური პრობლემებია, გაურკვევლობაა და ფეხბურთელთა უმრავლესობას კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს.

შეგახსენებთ, რომ ჭიაბრიშვილის მსგავსად, “თელავის” მთავარი მწვრთნელის პოსტი გიორგი მიქაძემაც დატოვა.

Share