დაძაბული მატჩი და მშრალი ოვერტაიმი

თურქულ შეკრებაზე თბილისის ”დინამოს” პირველი მეტოქე ცნობილია
დეკემბერი 29, 2021 14:25
GFF AWARDS 2021: წლის საუკეთესო ახალგაზრდა ირაკლი აზაროვია
დეკემბერი 29, 2021 16:06

საკალათბურთო კლუბი “ბათუმი” დაძაბულ, ოვერტაიმიან მატჩში თბილისის “ოლიმპთან” 79:74  დამარცხდა.

ბათუმი ახალ წელს სუპერლიგის ცხრილის მე-5 საფეხურზე შეხვდება.

საბა ლობჯანიძემ სამქულიანითა და საჯარიმოებით მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, ხოლო ძირითადის დროის ბოლო შეტევაში ოლიმპელებმა სამი მცდელობა ვერ გამოიყენეს – ყველა ნასროლი აუცდათ და თამაში ოვერტაიმში გადაიზარდა.

დამატებით ხუთწუთეულში ბათუმელები წინ არ გასულან. მშრალი 2 წუთის შემდეგ ოლიმპელებმა 2 ორქულიანი ჩააგდეს, 75:71 დაწინაურდნენ და მოპოვებული ხელჩასაჭიდი უპირატესობა ამჯერად ბოლომდე შეინარჩუნეს.

ბათუმელებში 14 ქულით ბომბარდირი გახდა გიორგი ოჩხიკიძე, რომელმაც სუპერლიგის თავისივე რეკორდი გაუიმჯობესა. 13 ქულა და 13 მოხსნა ბექა ბექაურმა მიითვალა. 13 ქულა დაგროვდა ოთარ პერტაიას ანგარიშზეც 6 პასთან ერთად.

საკალათბურთო კლუბ “ბათუმის” მედია მხარდამჭერია Qomagebi.ge.

Share