VIDEO ხვიჩა კვარაცხელია 2021 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია

▶️ VIDEO ვატო არველაძემ თასზე “ბოდრუმსპორს” გაუტანა
დეკემბერი 29, 2021 17:43
Transfermarkt-ზე ტაბიძის ფასმა იკლო, გაგნიძის მცირედი პროგრესი
დეკემბერი 29, 2021 19:26

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება GFF Awards, შარშანდელის მსგავსად, მიმდინარე წელსაც ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

2021 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით კი, პროცესში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ.

2021 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.

მართალია, წლის მეორე ნაწილი და რუსეთის ჩემპიონატის ახალი სეზონის სტარტი ხვიჩასთვის კლუბში მთლად წარმატებული ვერ გამოვიდა, თუმცა ამას ვერ ვიტყვით წლის პირველ ნახევარზე, როცა ქართველი შემტევი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ზაფხულში ევროპული კლუბებიდან მისდამი ინტერესი განსაკუთრებული იყო – იწერებოდა მილანზე, ტოტენჰემზე, აიაქსსა და სხვა არაერთ კლუბზე.

საბოლოოდ, ტრანსფერი ვერ შედგა და ხვიჩამ ახალი სეზონიც რუბინში დაიწყო. ამ სეზონში მის ანგარიშზე მხოლოდ 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

რაც შეეხება ნაკრებს, კვარაცხელიამ მარტში ესპანეთის ნაკრებს გაუტანა და ზოგადად, კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩიც ჩაატარა. ხვიჩამ გაუტანა სტუმრად საბერძნეთის ნაკრებსაც და სწორედ მისი გოლის დამსახურებით ჩვენმა გუნდმა საბერძნეთიდან ქულა წამოიღო, ხოლო ნოემბერში ბათუმში შვედეთს მოვუგეთ, 2:0 – ორივე გოლი სწორედ წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელდა – მან ეს ჯილდო გასულ წელსაც მოიპოვა.

Share