კიდევ ერთი ბელარუსი ფორვარდი თბილისის ”დინამოში”?

დინამომ დავით კერესელიძის გამოსყიდვის თაობაზე გაგრასთან შეთანხმებას მიაღწია
დეკემბერი 28, 2021 21:41
როგორი იქნება დინამო ბათუმის შემადგენლობა ახალ სეზონში?
დეკემბერი 29, 2021 00:58

ქართული გუნდები საკუთარი რიგების გაძლიერებას აგრძელებენ. Tribuna.com-ი თბილისის “დინამოს” სავარაუდო ტრანსფერის შესახებ წერს.

საუბარია, “დინამო ბრესტის” და ბელარუსის 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელზე ალექსანდრ შესტიუკზე.

ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია ბელორუსმა ჟურნალისტმა ვლადისლავ ტატურმა გაავრცელა.

“თბილისის დინამოს ახალწვეულის დიმიტრი ანტილევსკის ტრანსფერის შემდეგ, მორიგი ტრანსფერი შესაძლოა ალექსანდრე შესტიუკი იყოს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – წერს ვლადისლავ ტატური თავის ტელეგრამში

გასულ სეზონში შესტიუკმა ბრესტის კლუბში 29 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Share