ამხანაგური მატჩი ლეხთან – ჩემპიონი შეკრებისთვის ემზადება

როგორი იქნება დინამო ბათუმის შემადგენლობა ახალ სეზონში?
დეკემბერი 29, 2021 00:58
თურქულ შეკრებაზე თბილისის ”დინამოს” პირველი მეტოქე ცნობილია
დეკემბერი 29, 2021 14:25

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის დინამო ზამთრის შეკრების ფარგლებში პოლონურ ლეხთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

პოლონური კლუბის ოფიციალური გვერდი წერს, რომ პოზნანის “ლეხი” ვარჯიშს 7 იანვარს განაახლებს, ოთხი დღის შემდეგ კი გუნდი თურქეთში, ბელეკში შეკრებაზე გაემგზავრება.

ადგილზე ოთხი მატჩის გამართვა დაგეგმილი, აქედან ერთი მეტოქე საქართველოს ჩემპიონი ბათუმის “დინამოა”. ნიკა კვეკვესკირის გუნდი, რომელიც პოლონეთის ჩემპიონატს ლიდერობს, ქართველებს 20 იანვარს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ “დინამო ბათუმმა” გასულ სეზონში ისტორიაში პირველად მოახერხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

Share