4 ტრანსფერი, რომელიც საბურთალომ განახორციელა

ტორპედოს ლოკომოტივის 2 ფეხბურთელის დამატება სურს
დეკემბერი 29, 2021 19:56
კვლავ ცეცაძესთან ერთად – ტორპედომ მორიგი ტრანსფერი განახორციელა
დეკემბერი 30, 2021 09:48

საქართველოს თასის მოქმედმა გამარჯვებულმა “საბურთალომ” 2 ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

მათი ინფორმაციით, ნოდარ იაშვილი და ლაშა შინდაგორიძე კვლავ საბურთალოელთა მაისურს მოირგებენ.

ჩვენი ცნობით, ლევან კორღალიძის გუნდმა კიდევ 2 ტრანსფერი შეათანხმა და კლუბი ამ ტრანსფერებსაც მალე დაადასტურებს.

“გაგრას” მცველი გია ჩადუნელი და “დინამო თბილისის” ნახევარმცველი ბაქარ ქარდავა კარიერას “საბურთალოში” გააგრძელებენ.

“საბურთალო” კიდევ ერთ ტრანსფერზე მუშაობს და ინფორმაციას ამასთან დაკავშირებითაც მოგაწვდით.

Share