GFF AWARDS 2021: წლის საუკეთესო ახალგაზრდა ირაკლი აზაროვია

დაძაბული მატჩი და მშრალი ოვერტაიმი
დეკემბერი 29, 2021 15:25
Transfermarkt-ზე კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება შეიცვალა
დეკემბერი 29, 2021 16:15

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება GFF Awards, შარშანდელის მსგავსად, მიმდინარე წელსაც ონლაინ რეჟიმში იმართება.

2021 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით კი, პროცესში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბათუმის დინამოს მცველი ირაკლი აზაროვი დასახელდა.

აზაროვი სეზონის სტარტზე თბილისის დინამოდან ბათუმის დინამოში გადავიდა და ბათუმელთა ისტორიულ ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემა – ეს აზაროვის მონაგარია ეროვნული ლიგის გასულ სეზონში.

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის კარგი თამაში არ გამორჩენია საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლსაც, რომელმაც ის ეროვნულ ნაკრებში იხმო და ათამაშა რამდენიმე მატჩში.

Share