ტორპედოს ლოკომოტივის 2 ფეხბურთელის დამატება სურს

Transfermarkt-ზე ტაბიძის ფასმა იკლო, გაგნიძის მცირედი პროგრესი
დეკემბერი 29, 2021 19:26
4 ტრანსფერი, რომელიც საბურთალომ განახორციელა
დეკემბერი 29, 2021 20:03

როგორც უკვე მოგახსენეთ, ქუთაისის “ტორპედო” ახალი სეზონისთვის დიდი გეგმებით ემზადება.

ქუთაისელები მოლაპარაკებებს გიორგი არაბიძესთან და ლუკა გუგეშაშვილთან აწარმოებენ.

ჩვენი ინფორმაციით, გია ცეცაძეს “ლოკომოტივიდან” აწ უკვე წასული ფეხბურთელების დამატება სურს.

საუბარია რკინიგზელთა ბომბარდირზე ირაკლი სიხარულიძეზე და გამოცდილ მცველზე ნიკა სანდოხაძეზე.

მითუმეტეს, ორივე მათგანს ცეცაძესთან მუშაობის გამოცდილება აქვთ, როცა ისინი “სამტრედიაში” გამოდიოდნენ.

Share