გერმანულმა გამოცემამ Transfermarkt.de-მ რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელთა ფასები გაანახლა.
საქართველოს ნაკრების და ყაზანის “რუბინის” 20 წლის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიას ფასმა 2 მილიონით დაიკლო და ამჟამად, 16 მილიონ ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ფასები ბოლოს 2 ივნისს განახლდა და მაშინდელი მონაცემებით ხვიჩას ფასი 18 მილიონ ევროს შეადგენდა.
ხვიჩამ, რუსეთის ჩემპიონატის 2021/22 წლების გათამაშებაში, 14 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა, თანაგუნდელებს სამჯერ გაატანინა.