დავით ნინიაშვილი 2021 წლის საუკეთესო ლეგიონერია

Sports.ru: “კრასნოდარმა დინამოს 2 მილიონი ევრო შესთავაზა”
დეკემბერი 30, 2021 16:08
მიქაუტაძე: “საქართველოს ნაკრებში თამაში გულით მსურდა”
დეკემბერი 30, 2021 16:30

საქართველოს რაგბის კავშირი თავის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე სხადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს ასახელებს. 2021 წლის საუკეთესო ლეგიონერად საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების და ფრანგული  “ლიონის” ფულბეკი დავით ნინიაშვილი დასახელდა.

ნინიაშვილი წელს საქართველოს ცემპიონატის პირველი ლიგის კლუბ “ხვამლიდან”  ფრანგული ტოპ 14-ის კლუბ “ლიონში” გადავიდა და მუდმივი სათამაშო პრაქტიკაც აქვს.  ნინიაშვილი “ლიონის” შემადგენლობაში ხშირად ხვდება და  ევროპული საკლუბო რანგით მეორე ტურნირზე “ჩელენჯ თასზე”  “გლოსთერი”-“ლიონის” შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.

 

2021 წლის საუკეთესო მსაჯი წელსაც ნიკა ამაშუკელი გახდა.

 

Share