Sports.ru: “კრასნოდარმა დინამოს 2 მილიონი ევრო შესთავაზა”

“ეს ბავშვობის ოცნებაა, თუმცა ჯერ დასამტკიცებელი ბევრია” – ინტერვიუ იური ტაბატაძესთან
დეკემბერი 30, 2021 11:52
დავით ნინიაშვილი 2021 წლის საუკეთესო ლეგიონერია
დეკემბერი 30, 2021 16:09

რუსული “კრასნოდარი” საქართველოს ეროვნული ნაკრების და ბათუმის “დინამოს” ახალგაზრდა მარცხენა მცველით, ირაკლი აზაროვით საკმაოდ აქტიურად არის დაინტერესებული.

რუსული გამოცემა Sports.ru ჟურნალისტ ივან კარპოვზე დაყრდნობით წერს, რომ კრასნოდარმა ბათუმის დინამოს აზაროვის სანაცვლოდ 2 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა.

კრასნოდარის ინტერესზე აზაროვის მიმართ ჯერ კიდევ აგვისტოში დაიწერა. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ტრაბზონსპორიც იჩენს.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციამ აზაროვი წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად და ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველად აღიარა.

Share