კრიტიკული ვითარება: როდის ჩაერიცხებათ ფეხბურთელებს ხელფასები? – ფონდის პრეზიდენტის კომენტარი

2021 წელს “ბორჯღალოსნებს” ყველაზე მეტი ქულა თედო აბჟანდაძემ მოუტანა
დეკემბერი 30, 2021 16:40
აკაკი ტაბუცაძე ბორჯღალოსნების წლის მელელოვეა
დეკემბერი 30, 2021 17:27

2021 წლის ბოლოს, ქართულ ფეხბურთში კრიტიკული სიტუაციაა. კლუბების უმრავლესობას ფეხბურთელებისთვის და მომსახურე პერსონალისთვის 2-3 თვის ხელფასები არ ჩაურიცხავს.

ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდს ქართულ კლუბებთან დავალიანება აქვს.

თუ როდის გაისტუმრებს ამ დავალიანებას ფონდი და როდის ჩაერიცხებათ ფეხბურთელებს ხელფასები, ამასთან დაკავშირებით ფეხბურთის განვითარების ფონდის პრეზიდენტს შალვა გოგოლაძეს ვესაუბრეთ.

“მთავრობის განკარგულებით ფონდის საქმიანობის გეგმა 2016 წლიდან 2021 წლამდე იყო. ახლა ხელმძღვანელობა განიხილავს, რომ გაურკვეველი ვადით გაახანგრძლივოს ეს საქმიანობა.

ფონდი კლუბების 100%-იანი დამფინანსებელი არ არის, ამიტომ ხელფასები მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. კლუბებს კი დავალიანება იქითა წელს დაერიცხებათ. ვეცდებით, ეს იანვრის ბოლომდე მოხდეს”, – გვითხრა შალვა გოგოლაძემ.

Share