მიქაუტაძე: “საქართველოს ნაკრებში თამაში გულით მსურდა”

დავით ნინიაშვილი 2021 წლის საუკეთესო ლეგიონერია
დეკემბერი 30, 2021 16:09
2021 წელს “ბორჯღალოსნებს” ყველაზე მეტი ქულა თედო აბჟანდაძემ მოუტანა
დეკემბერი 30, 2021 16:40

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური “სერენის” ფეხბურთელთან, გიორგი მიქაუტაძესთან პირველმა არხმა ინტერვიუ ჩაწერა.

გიორგიმ ისაუბრა ნაკრებში გამოძახების ემოციებზე, კლუბზე, ერთა ლიგაზე…

ეროვნულ ნაკრებში გამოძახება: “ინფორმაცია ტელეფონის საშუალებით მივიღე და ძალიან გამიხარდა, რადგანაც გულით მინდოდა ნაკრებში თამაში”

პირველი გოლი ეროვნულ ნაკრებში: “რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გოლი. ბედნიერი ვიყავი, რადგან გავიტანე პირველი გოლი ნაკრებში და თანაც, ის მატჩი რუმინეთის წინააღმდეგ მოვიგეთ.”

შეფასება: “მირჩევნია, ჩემი თამაში სხვამ შეაფასოს. გული მწყდება იმაზე, რომ ტრავმების გამო მოედანზე ჩემი მაქსიმუმი ვერ ვაჩვენე.”

იდეალური პარტნიორი ნაკრებში: “ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ვმეგობრობ. ამიტომ ვისთანაც დამაყენებს ვილი სანიოლი, ყველასთან სიამოვნებით ვითამაშებ”.

სამწვრთნელო შტაბი: “დიდი სამუშაოები ტარდება, რომ კარგი ნაკრები შეიკრას. ვილი სანიოლიც ამისთვის ყველაფერს აკეთებს.”

საკლუბო კარიერა: “სერენის ერთ-ერთი ლიდერი ვარ. აქ კომფორტულად ვგრძნობ თავს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავი მაქსიმალურად გამოვავლინო. ამ მომენტისთვის ცუდ მგომარეობაში ვართ, მაგრამ ახალი წლიდან ვეცდებით, ყველაფერი გამოვასწოროთ.”

შემოთავაზებები: “არსებობს რაღაც შემოთავაზები, ვნახოთ მომავალში რა იქნება.”

ერთა ლიგა: “არცერთი ნაკრები არ იქნება იოლი მეტოქე, მაგრამ ნაკრებმა ყველაფერი უნდა ქნას, რომ გავიმარჯვოთ და პირველი ადგილი დავიკავოთ”.

შეგახსნებთ, რომ  წელს,  ქართველმა ფორვარდმა კლუბში 18 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

Share