უკეთ, ვიდრე რიოში – ისტორიული ოლიმპიადა და 8 მედალი ტოკიოდან

Transfermarkt-ზე დავით ვოლკოვის სატრანსფერო ღირებულება განახლდა
დეკემბერი 30, 2021 19:09
ბათუმის “დინამოს” ახალი გენერალური სპონსორი ეყოლება
დეკემბერი 31, 2021 01:37

2020 წელს კოვიდპანდემიიდან გამოწვეული შეზღუდვების და დაავადების პრევენციის მიზნით მსოფლიოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიადა ერთი წლით 2021 წლამდე გადაწია.

2021 წლის ოლიმპიადა ტოკიოში გაიმართა, საქართველოს სახელით მონაწილეობა სხვადასხვა სპორტის 11 სახეობაში 35-მა სპორტსმენმა მიიღო.

ქართული დელეგაციის მიზანი ოლიმპიადის წინ ერთი იყო – უკეთ, ვიდრე რიოში! შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიზანი შესრულდა: საქართველოს დელეგაციამ გასულ ოლიმპიურ თამაშებზე რაოდენობის მიხედვით სარეკორდო – 8 მედალი მოიპოვა.

ტოკიოს ზაფხულის თამაშები ისტორიული გამოდგა ლეგენდარული ნინო სალუქვაძისთვის, რომელმაც კარიერაში მე-9 ოლიმპიადაზე ორ დისციპლინაში იასპარეზა, თუმცა მედლის მოპოვება ვერ მოახერხა.

ყველაზე მეტი (4) მედალი საქართველოს დელეგაციას ძიუდოისტებმა მოუპოვეს – საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე 8 ძიუდოისტი ასპარეზობდა.

ვაჟთა შორის მე-7 ადგილზე გავიდა -60 კვ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი. წარმატებული გამოდგა -66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილის გამოსვლა: ქართველმა ძიუდოისტმა ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა, ნახევარფინალურ ეტაპზე კორეელი ჩანგრიმ ანიც დაამარცხა, მაგრამ, სამწუხაროდ, ფინალურ დაპირისპირებაში იაპონელ ჰიფუმი აბესთან დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ჰიფუმი აბესთან ერთად ოლიმპიური ოქრო, მისმა დამ, უტა აბემაც მოიგო, თანაც ეს ყველაფერი ერთ საშეჯიბრო დღეს მოხდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ისტორიული გამოდგა -73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილის გამოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ფინალური დაპირისპირება ლეგენდარულ შოჰეი ონოსთან დათმო. ქართველმა ფალავანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა და შედეგად, ქართველ ძიუდოისტს ოლიმპიადაზე ყველა სინჯის მედალი დაუგროვდა.

მოლოდინები ვერ გაამართლა, მაგრამ ახალგაზრდულ სიჩქარეს და გამოუცდელობას შეიძლება დავაბრალოთ ტატო გრიგალაშვილის გამოსვლა. ქართველმა ძიუდოისტმა შეჯიბრის პირველი დაპირისპირება მეოთხედფინალურ ეტაპზე დათმო, ასპარეზობა რეპეშაჟში განაგრძო, სადაც მე-3 ადგილისთვის დაპირისპირებაში მატიას კასესთან დამარცხდა და შედეგად მე-5 ადგილი დაიკავა.

ტრიუმფალური და ჩვენთვის პირველი ოქროს მომტანი გამოდგა ძიუდოს  -90 კგ წონითი კატეგორია ოლიმპიადაზე.

ლაშა ბექაურმა ფინალამდე მიმავალ გზაზე მიყოლებით პოლონელი, ებრაელი, უზბეკი და რუსი სპორტსმენები დაამარცხა, ფინალში კი გერმანელ ედუარდ ტრიპელს დაუპირისპირდა და ძირითად დროში, ვაზარის საშუალებით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაურს ოლიმპიადამდე მარცხენა მხარზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა, მეტიც, მისი ოლიმპიადაზე ასპარეზობა ეჭვქვეშ იდგა. ვინ იცის, რომ არა ზურაბ ჭიაბრიშვილის გმირობა და ტრავმის ვადაზე ადრე მოშუშება, საქართველოს დელეგაცია ოქროს დაკარგავდა.

ქართველი გულშემატკივრისთვის გულდასაწყვეტი გამოდგა ძიუდოს -100 კგ წონითი კატეგორია, სადაც საქართველოს სახელით აღნიშნულ წონაში ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი ასპარეზობდა, ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალს უწია, სადაც, სამწუხაროდ. მასპინძელ აარონ ვოლფთან დამარცხდა, მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი რუს ნიაზ ილიასოვთან დათმო. შედეგად გამოცდილი ქართველი სპორტსმენი ოლიმპიადაზე მედლის გარეშე დარჩა.

+100 კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე უნგრელი და ბრაზილიელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში რუსი თამერლან ბაშაევი დაამარცხა. თუშიშვილი ფინალურ დაპირისპირებაში ჩეხ ლუკას კრპალეკს შეხვდა, სადაც იპონით დამარცხდა და ოლიმპიურ ვერცხლს დასჯერდა.

შედეგად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ოლიმპიადაზე შესაძლო 9 მედლიდან 4 მოიპოვა, გუნდურ  ჩათვლაში მხოლოდ იაპონიას ჩამორჩა და ჩვენი ქვეყნისთვის სარეკორდო შედეგი დააფიქსირა.

შესაძლო შვიდი მედლიდან, საქართველოს  მოჭიდავეთა დელეგაციამ ოლიმპიადაზე ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თავისუფალი ჭიდაობის -125 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიურ ჩემპიონობამდე 0,8 წამი დააკლდა გენო პეტრიაშვილს. გენომ ფინალამდე ყველა მეტოქე მარტივად დაამარცხა, ფინალში კი ახალბედა ამერიკელ სტივენსონთან ჯერ მარცხდებოდა, შემდეგ ბრძოლაში დაბრუნება და დაწინაურებაც შეძლო, მეტიც, შეხვედრის დასრულებამდე 0,8 წამით ადრე იმარჯვებდა კიდევაც, თუმცა მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა და შედეგად ქართველი სპორტსმენი ოლიმპიურ ვერცხლს დასჯერდა.

ფინელი, ჩილელი და რუსი სპორტსმენები დაამარცხა ფინალამდე მიმავალ გზაზე კლასიკური სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ, თუმცა ფინალურ დაპირისპირებაში ქართველი მოჭიდავე ლეგენდარულ კუბელ სპორტსმენთან, მიხაილ ლოპეზთან დამარცხდა, აღსანიშნავია, რომ კუბელმა სპორტსმენმა თავისთვის მე-4 ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბევრად მარტივად წარიმართა შეჯიბრება ძალოსნობაში, წინასწარ დაგეგმილი ოქრო საქართველოს დელეგაციამ მარტივად მოიპოვა.

ლაშა ტალახაძემ ტოკიოს ფიცარნაკზე ატაცში 223, ხოლო აკვრაში 265 კილოგრამი დააფიქსირა, ორჭიდის ჯამში 488 კილოგრამს უწია და შედეგად სამი ოლიმპიური, მსოფლიო და საქართველოს რეკორდი დაამყარა.

“გმირული” შეიძლება ვუწოდოთ ტოკიოს თამაშებზე ანტონ პლესნოის გამოსვლას. მიუხედავად მძიმე ტრავმისა, რომელიც სპორტსმენს უშუალოდ შეჯიბრების დროს გაუმიზეზდა, საქართველოს სახელით მოასპარეზე ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 387 კგ დააფიქსირა და ოლიმპიურ ბრინჯაოს დაეუფლა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქართველ გულშემატკივარს გარდა მედალისტი სპორტსმენებისა, კარგად დაამახსოვრდა ის სპორტსმენებიც, რომლებსაც მედლამდე  ცოტა დააკლდათ.

აუცილებლად აღსანიშნავია სანდრო ბაზაძის გამოსვლა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. ქართველი ხმლით მოფარიკავე ნახევარფინალში გავიდა, იქ კი მისი მეტოქე უნგრელი სზილაგი იყო. მაშინ, როდესაც ანგარიში 13-13 იყო, ( დაპირისპირება 15 მოგებულ ქულამდე გრძელდება ) აშკარა იყო, რომ ქართველმა სპორტსმენმა უჩხვლიტა გამოცდილ უნგრელს ხმალი, თუმცა მსაჯებმა განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღეს. შედეგად, ქართველმა სპორტსმენმა შეხვედრა დათმო, მესამე ადგილისთვის დაპირისპირებისთვის კი ვეღარ განეწყო და გამოცდილ კორეელ მეტოქესთან 15-11 დამარცხდა.

დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ ესკერხან მადიევის გამოსვლაც ტოკიოს ოლიმპიადაზე. საქართველოს სახელით მოასპარეზე მოკრივემ ორ დაპირისპირებაში გაიმარჯვა, მეოთხედფინალში გავიდა და გამოცდილ რუს ზამკავოისთან დამარცხდა და მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. შეგახსენებთ, რომ კრივის ოლიმპიადაზე ნახევარ-ფინალურ ეტაპზე გასვლა, ავტომატურად მინიმუმ ბრინჯაოს მედალს ნიშნავს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ზემოთ ხსენებული სპორტსმენების გარდა საქართველოს ღირსებას ტოკიოს ოლიმპიადაზე ბაჩანა ხორავა, ლაშა გულერაული, სოფო შათირიშვილი, გიორგი მუჯრიძე, ბენიკ აბრამიანი, სახილ ალახვერდოვი, გიორგი ხარაბაძე, სალომე ფაჟავა, ტატიანა ლევიცკა შუკვანი, ეთერ ლიპარტელიანი, გოგიტა არქანია, ირაკლი რევიშვილი, მარიამ იმნაძე, ნიკოლოზ ბასილაშვილი, შოთა მიშველიძე, გოგა ჩხეიძე,  ავთანდილ კენჭაძე, ელიზბარ ოდიკაძე, რამაზ ზოიძე, ლაშა გობაძე  და გიორგი მელია იცავდნენ.

ტოკიო 2020 საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით 33 ადგილზე დაასრულა, ყველაზე მეტი მედალი და საუკეთესო დელეგაციის სტატუსი კი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა მოიპოვა.

Share