კვლავ ცეცაძესთან ერთად – ტორპედომ მორიგი ტრანსფერი განახორციელა

4 ტრანსფერი, რომელიც საბურთალომ განახორციელა
დეკემბერი 29, 2021 20:03
“ეს ბავშვობის ოცნებაა, თუმცა ჯერ დასამტკიცებელი ბევრია” – ინტერვიუ იური ტაბატაძესთან
დეკემბერი 30, 2021 11:52

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კლუბი ქუთაისის “ტორპედოა.”

ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, იმერლებმა “თელავიდან” გამოცდილი მარცხენა მცველი ლაშა შერგელაშვილი დაიმატეს. კლუბი ტრანსფერს მალე გააოფიციალურებს.

შერგელაშვილმა “თელავის” მაისურით 35 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

მას “ტორპედოს” ამჟამინდელ მწვრთნელ გია ცეცაძესთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს, როცა 2016 წელს “სამტრედიასთან” ერთად ჩემპიონები გახდნენ.

ქუთაისელები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ, მოლაპარაკებებს აწარმოებენ და კიდევ რამდნიმე ფეხბურთელს დაიმატებენ.

 

Share