“ტრაპზონსპორი აზაროვის ტრანსფერის დასახურად, ახალ შეთავაზებას ამზადებს” – თურქული მედია

ATP CUP – იწყება – საქართველო არგენტინას დაუპირისპირდება
დეკემბერი 31, 2021 12:48
სამგურალმა თელავის ორი გამორჩეული ფეხბურთელი დაიმატა
დეკემბერი 31, 2021 14:19

საქართველოს ნაკრების და ბათუმის “დინამოს” ფლანგის მცველის ირაკლი აზაროვის მიმართ საუბრები არ წყდება.

თურქული Haber61-ი ამობობს, რომ “ტრაპზონსპორი” აზაროვს არ ეშვება და მორიგი შეთავაზების გასაკეთებლად ემზადება.

“ტრაპზონსპორი აგრძელებს მარჯვენა ფლანგის შემტევის და მარცხენა მცველის პოზიციების გაძლიერების მცდელობას. საუბარია, დოგუჰან არალ შიმშირისა და ირაკლი აზოროვის მიმართ ინტერესზე, რომლებიც ასევე დღის წესრიგში იყვნენ სეზონის დასაწყისში.

ცნობილი გახდა, რომ ტრაპზონსპორი ბათუმის დინამოში მოთამაშე მარცხენა მცველის, ტრანსფერის დასახურად ახალ შეთავაზებას ამზადებს. განსაკუთრებით იმის შემდეგ რაც რამდენიმე ვარიანტი პრაქტიკულად გამოირიცხა. სეზონის სტარტზე ტრანსფერი, ქართული გუნდის მიერ წამოყენებული მაღალი მოთხოვნების გამო ვერ შედგა. “;- წერს თურქული გამოცემა

გარდა იმისა, რომ აზაროვი 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. მისი სატრანსფერო ფასი ეროვნულ ლიგაში სარეკორდოა და მილიონ ევროს შეადგენს.

 

Share